საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2019-11-22

Erasmus+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა

 

გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბულგარეთის ნაციონალურ სპორტის აკადემია ,,ვასილი ლევსკში“ მობილობისათვის კონკურსის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ERASMUS-ის სტიპენდიას და მგზავრობის დაფინანსებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მწვრნელთა ფაკულტეტის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრის სტუდენტებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა მინიმუმ B1 დონეზე და უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 2.5).

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა გაიაროთ შიდა

საუნივერსიტეტო შერჩევა რომელიც მოიცავს 3 საფეხურს: 

 

·    ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენის B1/B2 სერტიფიკატის ქონის 

შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს)

·    დოკუმენტაციის წარმოდგენა (CV და სამოტივაციო წერილი ინგლისური ენაზე, ნიშნების ამონაწერი)

·    გასაუბრება ინგლისურ ენაზე.     

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfkt5bBidRYuu96K1iWwdJ3WGD33ddHlXz2I4hBNIZRXIEwcQ/viewform 

განცხადების შევსების ბოლო ვადაა 27 ნოემბერი.