2015-10-21

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  აცხადებს კონკურსს   აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად 

 

კონკურსი ტარდება სწავლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამები)

 

                           კონკურსი ცხადდება  2015 წლის  22 ოქტომბერს.

 

 

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის   24  ნოემბრიდან  4 დეკემბრის ჩათვლით  მისამართზე  ქ. თბილისი,  ი. ჭავჭავაძის  გამზირი 49 , ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე (კანცელარიაში) ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;

კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობეზე:

 

         ასოცირებული პროფესორი  1 (ერთი) ადგილი - სპორტის პედაგოგიკაში

ბ) ასოცირებულ პროფესორად 4  (ოთხი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

დ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ე) CV;

ვ) სილაბუსი  

ზ) ორი ფოტო სურათი (ზომით 3X4);

თ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.

 

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2015 წლის  12  დეკემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  მისამართზე   ქ. თბილისი,  ი. ჭავჭავაძის  გამზირი 49 ,  პირველ სართულზე  ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე; ვებგვერდი(www.sportuni.ge) საკონტაქტო ტელეფონი - 555  94-24 -04    ნინო ქარუმიძე