2017-03-16

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "საუნივერსიტეტო სპორტი: ერის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“

  სპორტის ფედერაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი

           ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია

            ბუქარესტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ეროვნული უნივერსიტეტი

 

                                               საინფორმაციო წერილი

 

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია   

              "საუნივერსიტეტო სპორტი: ერის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“

                                                      

                                                    ძვირფასო კოლეგებო!

 

   სპორტის ფედერაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის სახელით, გვაქვს პატივი მოვიწვიოთ თქვენი უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ასპირანტები და დოქტორანტები სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში : „საუნივერსიტეტო სპორტი: ერის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“ -მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ბუქარესტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ეროვნულ უნივერსიტეტში 2017 წლის 4-6 მაისს.

 

მისამართი:  140 Constantin Noica, 060057, ბუქარესტი, რუმინეთი

საორგანიზაციო კომიტეტი: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ეროვნული უნივერსიტეტი

ტელეფონი: + 4021 316 41 07/316

ელ.ფოსტა: isc.bucharest2017@gmail.com

ვებ გვერდი: www.unefs.ro

საკონტაქტო პირები: 

Stănescu Rares - კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

Stoicescu Marius -  ოპერატიული მხარდაჭერა

 

                                      კონფერენციის ძირითადი დირექტივები

 

   თემები

·         ისტორია, ფილოსოფია, ანთროპოლიგია, ფსიქოლოგია და სოციოლოგია;

·         სპორტი და სპორტის წარმოდგენა;

·         ფიზიკური აღზრდა და პედაგოგთა გადამზადება;

·         ჯანდაცვა და კინეტოთერაპია;

·         მენეჯმენტი და მარკეტინგი ფიზიკურ აღზრდაში, სპორტში და კინეტოთერაპიაში;

·         სხვადასხვა;

                           

პრეზენტაციის ფორმა:

·         პლენარული და სექციური სხდომები, პრეზენტაციები და კორესპონდენცია უნდა განხორციელდეს სექციონალური შეხვედრების დროს.

ხანგრძლივობა:

·         პრეზენტაცია (PowerPoint) – 10-15 წუთი.

კონფერენციის სამუშაო ენები:

-         ინგლისური

-         რუსული

-         რუმინული

მონაწილეობის საფასური და გადახდის წესი:

კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასური (ერთ პერსონაზე) შეადგენს 80 ევროს.

რეგისტრაციის საფასურში შედის: სასტუმრო, კვება, საკონფერენციო მასალებით უზრუნველყოფა და ექსკურსია.

მგზავრობის და სხვა ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მონაწილეს წარმდგენი ორგანიზაცია ან უნივერსიტეტი.

კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასური (1 პერსონაზე) დაბინავების გარეშე, შეადგენს 40 ევროს.

რეგისტრაციის საფასურში შედის საკონფერენციო მასალებით უზრუნველყოფა და ექსკურსია.

კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასური კორესპონდენციური მონაწილეობით (1 პერსონაზე), შეადგენს 40 ევროს.

რეგისტრაციის საფასურში მონაწილეობის გარეშე, შედის საკონფერენციო მასალების გაგზავნა ავტორთან ელექტრონული და ბეჭდვითი სახით.

გადახდის ფორმა:

·         უნაღდო ანგარიშსწორება

                                             საბანკო რეკვიზიტები:

RO74RNCB0077050253860007

CUI 4267192,

BANCA COMERCIALĂ ROMÂNĂ (BCR),

SWIFT cod RNCBROBU,

Sector 6, Bucureşti

 

ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  http://www.mae.ro/en/node/2040

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

·         5 მარტი, 2017 - განაცხადის ფორმის წარდგენა (isc.bucharest2017@gmail.com)

·         12 მარტი, 2017 - რეფერატების წარდგენა ელ.ფოსტის საშუალებით (isc.bucharest2017@gmail.com)

·         15 მარტი, 2017 - შეტყობინება მიღებასთან დაკავშირებით;

·         9 აპრილი, 2017 - სრული დოკუმენტაციის წარდგენა;

·         12 აპრილი, 2017 - სრული დოკუმენტაციის მიღების შესახებ შეტყობინება;

·         4-6 მაისი, 2017 - კონფერენციის ჩატარების თარიღი;

მასალების შემუშავების მოთხოვნები:

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდგომ Discobolul Journal - ში,  მასალები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით და მათ შესამუშავებლად თვალი ადევნეთ http://www.unefs.ro/discobolulmagazine.php - ვებ გვერდზე მოცემულ ინფორმაციას.

სტატიები უნდა იყოს რედაქტირებული ყურადღებით და შეიცავდეს ორიგინალ მასალებს. სტატიის დაწერაში მონაწილეობის მიღება შეუძლია არა უმეტეს 3 ავტორს. სტატიის მასალებსა და შინაარსზე  სრულ პასუხისმგებლობას ავტორი იღებს საკუთარ თავზე.

 

                                   მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ნაციონალურ                 უნივერსიტეტში!

 

                                             საორგანიზაციო კომიტეტი