2017-04-11

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

11 აპრილს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტ“-მა (IDFI) გამოაცხადა ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.  უმორჩილესად გთხოვთ, რომ გაავრცელოთ ეს განცხადება თქვენს სასწავლებელში, რისთვისაც წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ.

კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2017 წლის 2 მაისს, 17:00, რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული) კონკურსანტებისთვის გაიმართება სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა. 

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი.

I-ადგილის გამარჯვებული სტუდენტი დაჯილდოვდება ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით, ხოლო II და III ადგილის მფლობელებს კი გადაეცემათ სპეციალური პრიზები მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე. 

 

იხილეთ განცხადება სრულად: https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/9/