2017-08-29

კათედრის დებულება

  “ დამტკიცებულია “

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა

 და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის      

აკადემიური საბჭოს სდომაზე

N6 22.09.2017წ.

 

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

      კათედრა წარმოადგენს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს უნივესიტეტის შემადგენლობაში, რომელიც ანგარიშვალდებულია  ფაკულტეტის  საბჭოს წინაშე და  უშუალოდ ექვემდებარება დეკანს.

      კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის   წესდების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.

 

მუხლი 2. დებულების რეგულირების სფერო 

2.1 ეს დებულება განსაზღვრავს  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  კათედრების რაოდენობას,  კათედრების მუშაობის ძირითად მიმართულებებს, კათედრების  გამგეების არჩევის წესსა დამათ უფლება მოვალეობებს.

 2.2   საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში   ფუნქციონირებს  ცხრა კათედრა( ექვსი თეორიული   და  სამი პრაქტიკული დისციპლინების  კათედრა): 

·                     ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  თეორიის, მეთოდიკის,  მენეჯმენტისა და ისტორიის კათედრა.

·                     ადამიანის  ანატომიის,  ფიზიოლოგიის,  ბიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრა.

·                     სპორტული მედიცინის,  სამკურნალო ფიზიკური აღზრდისა და რეაბილიტაციის,  ჰიგიენისა და მასაჟის კათედრა.

·                     პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრა.

·                     ქართული და უცხო ენების კათედრა

·                     ბიომექანიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრა

·                     სპორტთამაშების კათედრა (ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, რაგბი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მოძრავი თამაშები

·                     სპორტის გამოყენებითი სახეების და ორთაბრძოლების კათედრა (ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, კრივი, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ფარიკაობა).

·                     სპორტის მასობრივი სახეების კათედრა (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, სპორტის საწყალოსნო სახეები).

2.3 აღნიშნულ კათედრებში გაერთიანებული არის საგნობრივ ჯგუფებში შემავალი ყველა მასწავლებელი.

 

მუხლი 3. კათედრის მიზნები და ამოცანები

                

 3.1.სტუდენტის  განვითარებაზე  ორიენტირებული  საგნობრივი  პროგრამებისა  და  შეფასების  სისტემის შექმნა  და დანერგვა. საგნობრივი ჯგუფის სწავლების კოორდინაცია, რეკომენდაციების შემუშავება.  სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

3.2. პროფესორ-მასწავლებლთა   მიერ  აკადემიური  ჯგუფების მიხედვით ჩატარებული მუშაობის  ( შუალედური გამოცდები, ქვიზები, დასკვნითი გამოცდები) დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა;

3.3.  პროფესორ-მასწავლებლების ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის  განვითარება,

3.4. ზრუნვა პროფესორ- მასწავლებების პროფესიული განვითარებისათვის;

3.5.  სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის  ეფექტურად  დაგეგმვა  და  განხორციელება;

3.6. მეთოდური და ორიგინალური  სახელმძღვანელოების შექმნა, სხვა სასწავლო რესურსების შერჩევა  და რეკომენდაციების შემუშავება   ბიბლიოთეკისათვის საჭირო წიგნების შესახებ;

 3.7. პროფესორ -  მასწავლებელთა  ლექციური  და პრაქტიკული  მეცადინეობების მონიტორინგი   და შეფასება.

 3.8. სხვადასხვა სახის აქტივობების ორგანიზება სტუდენტების მონაწილეობით.  კონფერენციებში, კონკურსებშიდა შეჯიბრებებში  მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 4. კათედრის მუშაობის ძირითადი პრინციპები

4.1 კათედრის სხდომები ტარდება  მინიმუმ თვეში ერთჯერ.   კათედრები განიხილავენ საგნობრივი პროგრამებისშესაბამისად სასწავლო რესურსებს, შეფასების კრიტერიუმებს, მინიმალური შემაჯამებელი დავალებებისრაოდენობებს და სხვ.

4.2 ყოველი სემესტრის ბოლოს კათედრის სხდომაზე ხდება საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულებისმიმდინარეობის განხილვა. ამ დროს ხდება პრობლემის გამოვლენა და შეფასება. 

 4.3.კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ კათედრის სხდომას ესწრება კათედრის წევრთა სრული შემადგენლობის  არანაკლებ  2/3.

4.4. კათედრის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს  დამსწრეტა ხმატა უმრავლესობით. ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კათედრის გამგის ხმა.

 

მუხლი 5. კათედრის  გამგე

5.1.  კათედრის გამგეს ირჩევენ    მხოლოდ კათედრის წევრები ფარული კენჭისყრით    ოთხი  სასწავლო წლისვადით.   ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის  გამგედ შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ  ორჯერ (კათედრის გამგეობის კანდიდატი აუცილებლად უდა იყოს კათედრის წევრი).

5.2. კათედრის გამგედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. ხმების თანაბრობის შემთხვევაში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს შორის ჩატარდება არჩევნების მეორე ტური.

5.3.კათედრის გამგის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს.

5.4. თეორიულ  კათედრებზე  კათედრის  გამგეობის კანდიდატად შეიძლება წარდგენილ იქნას  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, პრაქტიკულ კათედრებზე კი აკადემიური წოდების მქონე ნებისმიერი პირი.

5.5. კათედის გამგეობის კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს მუშაობის 4 წლიანი გეგმა.

5.6. კათედრის  გამგის ფუნქციებია:

·         კათედრის სამუშაო წლიური გეგმის შედგენა;

·         კათედრის  სხდომის ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციისწარმოება);

·         კადერმიურ  მეცადინეობებზე  დასწრება  დაკვირვება,  მონიტორინგის მიზნით.

·         კათედრაზე შემავალი პროფესორ - მასწავლებლების შეფასება  მეცადინეობების დასწრებითა დაჩატარებული შიდა და გარე ღონისძიებების მიხედვით. დაკვირვების შედეგების ანგარიშის სახითწარადგენა  კათედრის სხდომაზე.  

 

 მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების შეტანა

დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება  უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე მიღებულიგადაწყვეტილების შედეგად, უნივერსიტეტის რექტორის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად.