2017-11-13

საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები, მეცნიერების აქტუალური პრობლემები და ევროინტეგრაცია“

22-23 ნოემბერს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები, მეცნიერების აქტუალური პრობლემები და ევროინტეგრაცია“ გაიმართება. 


კონფერენციაში მონაწილეობენ ვარშავის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუმინეთის ბანატის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი და უკრაინის დრაგომანოვის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი. 


მომხსენებლები:

ვარშავის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, რექტორი, პროფ. პიოტრ როზვადოვსკი;

რუმინეთის ბანატის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, რექტორი, პროფ. კოზმინ ალინ პოპესკუ; პრორექტორი, პროფ. ტიბერიუ იანკუ; დეკანი, პროფ. იოანა ბალანი;

ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, პრორექტორი, ანეტა იგნატოვიჩი;

უკრაინის დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი, რექტორი, პროფ. ვიქტორ ანდრუშენკო; პრორექტორი, პროფ. ვლადიმერ ლავრინენკო. 


კონფერენციაზე უნივერსიტეტის რექტორები არჩეულ იქნებიან საპატიო დოქტორებად და გადაეცემათ დიპლომები.


ხელი მოეწერება ორმხრივ თანამშრომლობებს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებას. ამჟამად უკვე დაწყებულია მუშაობა ერთობლივი პროგრამების შემუშავებაზე პოლონეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებთან. 


კონფერენციაზე მოწვეულნი არიან უცხოელი სტუმრებისაქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსსახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებიარასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიაკადემიური პერსონალი.  


  

ნაშრომების  წარმოდგენის ვადაა 16 ნოემბერი.

ნაშრომების წარმოდგენის წესი:

·  ნაშრომის მოცულობა  არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს, ფორმატი A4, 

   ტექსტში შრიფტის ზომა 11, ინტერვალი 1,0, ველები: ზედა 2,0 სმ, ქვედა 2,0 სმ, მარცხენა  3,0 სმ, მარჯვენა 2,0 სმ, 

·  შრიფტი ქართული ტექსტისთვის  - Sylfaen,  ინგლისურისთვის  -     Times New Roman;

·  ნაშრომების მიიღება როგორც ქართულ ასევე, ინგლისურ ენაზე.

 

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური 


E-mail: info@tu.edu.ge

 

www.tu.edu.ge