საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2018-01-23

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში "Stipendium Hungaricum" 2018-2019

უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის “Stipendium Hungaricum” ფარგლებში 2018-2019 წელს საქართველოს 80 მოქალაქეს საშუალება მიეცემა ისწავლოს უნგრეთში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე. პროგრამას ახორციელებენ ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი (უნგრეთი) და ს.ს.ი.პ. განათლების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 თებერვალი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ს.ს.ი.პ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: https://goo.gl/K2ABAX