2018-02-27

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები!!

ლატვიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის აწესებს სტიპენდიებს 2018-2019 სასწავლო წლისთვის.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა საფეხურის სტუდენტებს, გარდა ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებისა.                                                                                      

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ნებისმიერ ლატვიურ ან ინგლისურენოვან პროგრამაზე, მათ შორის:

სპორტის მეცნიერება, სპორტი და განათლება (სპეციალობით: მწვრთნელი, სპორტის მასწავლებელი, მენეჯერი, რეკრეაციის სპეციალისტი);

ჯანდაცვა (სპეციალობით: სპორტული ფიზიოთერაპია, რეაბილიტაცია).

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა ხდება სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფუძველზე.

განაცხადის შევსება შესაძლებელია 2018 წლის 1 აპრილამდე.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული აპლიკაციის შევსება და შემდეგი დოკუმენტაციის ატვირთვა:

·         ლატვიურ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილის ასლი.

·         დიპლომის ასლი ან ბოლო ორ სემესტრში მიღებული ნიშნების ფურცელი;

·         ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი;

·         ორი სარეკომენდაციო წერილი;

·         CV, შედგენილი Europass-ის ფორმატით: http://europass.cedefop.europa.eu/documents/curriculum-vitae/templates-instructions ;

·         პასპორტის ან ID ბარათის ასლი;

·         სასწავლო გეგმა, რომლითაც აპლიკანტი აპირებს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას.

*გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია საჭიროა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის, ხოლო უნივერსიტეტს შესაძლოა გააჩნდეს დამატებითი მოთხოვნები.

 

სტიპენდიები გაიცემა ერთი წლით და შეადგენს:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის: 500 ევრო/თვე;

                                 

დამატებითი ინფორმაციისათვის და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ: http://viaa.gov.lv/eng/scholarships_gov/latvian_scholarships/scholarships_for_studies/?tl_id=22800&tls_id=54779

 

ან მიმართეთ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (ოთახი #410, IV სართული)