საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2018-04-05

ნიკო ნიკოლაძის 175 წლის თავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

 

 

 

ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 

2018 წლის სექტემბერში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში ატარებს ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს.

საკონფერენციო თემები გამოქვეყნდება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში და გადაეცემათ კონფერენციის მონაწილეებს.

ნაშრომების ელ. ვერსიების გამოგზავნა მსურველებს შეუძლიათ პირველ ივნისამდე ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი გეცნობებათ მოგვიანებით.

 

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო პირები და რეკვიზიტები:

 

1.      თალიკო ჟვანია - ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელი, დოქტორი, პროფესორი.

მისამართი: სამღერეთის ქუჩა 5. თბილისი, 0101

ტელ.: 599906595;  ელ-ფოსტა: conference@gtuni.edu.ge

 

2.      ნიკოლოზ ფიცხელაური - სამეცნიერო განყოფილების უფროსი, დოქტორი, ასოც პროფესორი.

მისამართი: სამღერეთის ქუჩა 5. თბილისი, 0101

ტელ.: 577765777;  ელ-ფოსტა: conference@gtuni.edu.ge 

ნაშრომების წარმოდგენა შეგიძლიათ შემდეგ თემატიკაზე:

1.    სამართალი

2.    ბიზნესი/ეკონომიკა

3.    სოციალური მეცნიერებები

 

კონფერენციის მასალების გაფორმების წესი

 

·         ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი სახით;

·         ნაშრომს უნდა ახლდეს რეზიუმე (მოცულობა - არაუმეტეს 1000 სიმბოლო) ინგლისურ და ქართულ ენებზე;

·         ნაშრომი უნდა შესრულდეს Microsoft Word - ში, ქართულენოვანი ტექსტი - Sylfaen, ინგლისურენოვანი - Times New Roman შრიფტებით;

·         შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,15;

·         ფურცლის ზომა A5, ველები: ზედა- 2.0 სმ, ქვედა - 2.0 სმ, მარცხენა - 2.5 სმ, მარჯვენა - 2.0 სმ;

·         ნაშრომის მოცულობა რეზიუმეს ჩათვლით -არანაკლებ 5 და არაუმეტეს 8 გვერდისა;

·         ნაშრომში წყაროების დამოწმებისა და ლიტერატურის მითითების წესი:

წიგნი: ავტორის გვარი და სახელი ზუსტად ისე, როგორც წიგნის სატიტულო გვერდზეა წარმოდგენილი, სათაური, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი, გვერდი;

თუ წიგნს ერთზე მეტი ავტორი ჰყავს, ზემოთ მოცემულ ფორმულირებაში მიეთითოს ყველა ავტორის  გვარი და სახელი. თუ წიგნს ოთხი ან მეტი ავტორი

ჰყავს, მიეთითოს მხოლოდ პირველი ავტორის გვარი, სახელი და სიტყვა „სხვები“.

თუ წიგნის სატიტულო გვერდზე, ავტორის გარდა, მითითებულია რედაქტორი

ან მთარგმნელი, მიუთითეთ ავტორის გვარი და სახელი ისე, როგორც აღწერილია ზემოთ, ხოლო რედაქტორის ან მთარგმნელის სახელი და გვარი დაუმატეთ წიგნის სათაურის შემდეგ. თუ წიგნს მთარგმნელიც ჰყავს და რედაქტორიც, მიუთითეთ მათი გვარები და სახელები  იმავე თანმიმდევრობით, როგორც წიგნის სატიტულო გვერდზეა. შენიშვნებში რედაქტორის ან მთარგმნელის გვარისა და სახელის წინ ჩასვით აბრევიატურა „რედ.“ ან „მთარგმნ.“

თუ წიგნის სატიტულო გვერდზე ავტორის ნაცვლად მითითებულია რედაქტორი ან მთარგმნელი, ავტორისთვის განკუთვნილ ადგილას დაწერეთ მისი გვარი და სახელი ისევე, როგორც დაწერდით ავტორის გვარსა და სახელს (იხ. ზემოთ), მაგრამ გვარის და სახელის შემდეგ დაურთეთ აბრევიატურა „რედ.“

(მრავლობითში „რედ.-ები“) ან „მთარგმნ.“ (მრავლობითში მთარგმნ.-ები“,).

 

თუ ორგანიზაციის, ასოციაციის, კომისიის ან კორპორაციის მიერ გამოშვებული

პუბლიკაციის სატიტულო გვერდზე არ არის მითითებული ავტორის გვარი და სახელი, ავტორად მიუთითეთ საკუთრივ ორგანიზაცია, მაშინაც კი, როდესაც იგი მითითებულია როგორც გამომცემელი.

 

თუ ადგილი ექნება ავტორთან დაკავშირებულ შემთხვევებს, რომლებიც ზემოთ

არ არის მოცემული, გამოიყენეთ ის მოდელი, რომელიც თქვენს შემთხვევასთან

ყველაზე ახლოს იქნება;

 

სამეცნიერო სტატია: ავტორის გვარი და სახელი, სტატიის სრული სათაური, ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა. წელი, ტომი, ნომერი, გვერდების ნომრები ან ადგილის დასადგენი სხვა ინფორმაცია;

 

ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატია: ავტორის გვარი და სახელი, „სტატიის სათაური,“ ჟურნალის სახელწოდება ჟურნალის ნომერი (გამოსვლის თარიღი), ქვესათაურის „ქვესათაური“ ქვეშ, ვებ-გვერდის მისამართი (წვდომის თარიღი); ინტერნეტში განთავსებული და სხვა ელექტრონული წიგნები. სტანდარტული ელემენტების გარდა აუცილებელია ვებ-გვერდის მისამართის და წვდომის თარიღის მითითება: ავტორის გვარი და სახელი, წელი, სათაური, გამოცემის ნომერი. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. ვებ-გვერდის მისამართი;

 

·         ნახატები, გრაფიკები, სქემები და სხვა თვალსაჩინოება შესრულებული უნდა იყოს .JPG, .TIFF ფორმატებში;

·         ნაშრომს უნდა დაერთოს ავტორის სრული სამეცნიერო ხარისხი და წოდება, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა.

·         ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე, მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი;

·         კრებულში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნაშრომს განიხილავს სარედაქციო საბჭო.

 

ყურადღება: წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები არ განიხილება !

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.