საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

2018-04-16

ცხადდება მოხალისეთა რეგისტრაცია 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე

ყველაზე მასშტაბური საჭადრაკო ღონისძიება -43- საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც 2018 წლის 23 სექტემბერს იწყება და 6 ოქტომბერს სრულდება, იმართება ბათუმში (აჭარა). ოლიმპადის პარალელურად იმართება ფიდესა და კონტინენტთა პრეზიდენტების არჩევნები, 89-ე კონგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებები. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობენ 190-მდე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდები.
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში მოხალისეებად იწვევს ყველაზე მოტივირებულ, ერუდირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდას (18-30 წელი).