2018-04-20

23 მაისს სპორტის უნივერსიტეტში საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

 

23 მაისს, სპორტის უნივერსიტეტში ჩტარდება საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია.

აღნიშნული კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს. 

 

ნაშრომის დასახელება, აბსტრაქტთან (მაქსიმუმ 250 სიტყვა) ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნას 7 მაისის ჩათვლით; სტატიის სრული ვერსია 16 მაისის ჩათვლით.

კონფერენციაზე მიიღება მიმოხილვითი და კვლევითი (თვისებრივი და რაოდენობრივი) შრომები.

კონფერენცია აერთიანებს ორ მიმართულებას:

·         ფიზიკური აღზრდა და სპორტი;

·         ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია.

სტატიის გაფორმების კრიტერიუმები:

1.      მასალები მიიღება ქართულ ენაზე;

2.      სტატიის მომზადების ტექნიკური საკითხები:

2.1.ტექსტის მოცულობა – აბსტრაქტის (ქართულ ენაზე), მთლიანად ნაშრომის და გამოყენებული ლიტერატურის გათვალისწინებით – უნდა იყოს მინიმუმ 2.5 გვერდი; მაქსიმუმ 4 გვერდი;

2.2.ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს А4 ფორმატში;

2.3.ფონტი – Sylfaen-ი;

2.4.შრიფტის ზომა – 11 pt; 

2.5.საზღვრები – სტანდარტული (ზედა, ქვედა, მარჯვენა და მარცხენა კიდეები, ყველა 1 Inch-ი);

2.6.ხაზებს შორის ინტერვალი – 1.5; გასწორება გვერდების სიგანეზე (justified).

 

3.      სტატიის სტრუქტურული ელემენტები უნდა განლაგდნენ შემდეგი თანმიმდევრობით:

3.1.სტატიის სათაური  – 13 pt. Bold-ში, ცენტრირებული;

3.2. ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი (12 pt.) მიეთითება  მარცხენა მხარეს;

3.3.ავტორ(ებ)ის მითითების შემდეგ, ქვედა ხაზზე, უნდა აღინიშნოს განათლების საფეხური (ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა), კურსი და იმ უნივერსიტეტის დასახელება, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი; ასევე, სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური წოდება და/ან თანამდებობა;

3.4.ტექსტის სტრუქტურა: აბსტრაქტი (ბოლოში საკვანძო სიტყვების მითითებით), შესავალი (ლიტერატურის მიმოხილვა, პრობლემის აქტუალობა, მიზანი და ამოცანები), მეთოდები, კვლევის შედეგები, განხილვა, დასკვნა, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი (ანბანური წესით);

3.5.ნაშრომში შეიძლება გამოყენებული იყოს ცხრილები, სურათები და გრაფიკები.

 

4.      კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს უფლებას შეარჩიოს მასალები გამოქვეყნებისთვის. სტატიების გაცნობის შემდეგ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ავტორი მიიღებს შეტყობინებას პუბლიკაციის გამოქვეყნების შესაძლებლობის შესახებ.

 

 

 

 

კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში

მისამართი 0162. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #49

 

 

საკონტაქტო პირები:

 

გიორგი ზუბიტაშვილი 599 479 075;   g.zubitashvili@sportuni.ge;

- ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებაზე გადმოსაგზავნი სტატიებისათვის.

 

ქეთევან ბერიძე 593 300 400; ketevanberidzeedu@gmail.com;

- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებაზე გადმოსაგზავნი სტატიებისათვის.

                                                                               

                                                                                      შენიშვნა: შრომა მიღებულად ჩაითვლება ჩვენს მიერ თქვენდამი

 გამოგზავნილი წერილობითი დასტურის შემთხვევაში.