2018-04-24

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი. მიმდინარე წელს მისი ჩატარება იგეგმება 22-30 სექტემბერს. ფესტივალის გახსნა გაიმართება 22 სექტემბერს. 

დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, წლევანდელ ფესტივალს უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც გაიმართება ფესტივალის გახსნა და ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილი საკვანძო ღონისძიებების ნაწილი.

მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, ფესტივალის ვებგვერდზე http://tbilisisciencefestival.ge/ განთავსებული ფორმის შესაბამისად 25 აპრილიდან - 31 მაისამდე.