29 ნოემბერი, 2017

სტუმრად სივასის უნივერსიტეტში

2017 წლის 16-20 ნოემბერს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით,    სტუმრად იმყოფებოდა  თურქეთის ქალაქ სივასის უნივერსიტეტში.       დაისახა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები  ჩვენსა   და  სივასის  უნივერსიტეტს შორის. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზანდ ისახავს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სტუდენტების მობილობასა და ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა სპორტის უნივერსიტეტის მორაგბეთა გუნდი, რომელმაც ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა ადგილობრივი უნივესიტეტის გუნდთან (ორივე შეხვედრა ჩვენი მორაგბეების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა). მემორანდუმის ფარგლებში ხელშეკრულება დაიდო რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის, ფუტსალის, ხელბურთისა და კალათბურთის გუნდების გაცვლითი პროგრამების შესახებ. ჩვენი დელეგაციის სტუმრობის დროს სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა,  საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ მასტერ კლასი ჩაუტარა სივაშის უნივერსიტეტის რაგბისტთა გუნდს.