საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

11 დეკემბერი, 2017

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების დუშეთში მიდინარე ტრენინგს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვია

საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგი წარმატებით გრძელდება. დუშეთში მიდინარე ტრენინგს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვია. პრეზიდენტი შეხვდა მოდულში ჩართულ მასწავლებლებს, ასევე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომლთა უშუალო მონაწილეობით მომზადდა აღნიშნული ტრენინგ-მოდული და  წარმატებით ახორციელებენ მას.  პრეზიდენტი რამდენიმე პრაქტიკულ მეცადინეობას დაესწრო, მოისმინა სპორტის მასწავლებლების კომენტარები.  პრეზიდენტმა  სიტყვითაც მიმართა მსენელებს. გიორგი მარგველაშვილმა დადებითად შეაფასა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სპორტის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. როგორც პრეზინდტმა აღნიშნა ფიზ. აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს უდიდესი მისია აკისრიათ ჯანმრთელი თაობის აღზრდის საქმეში, ამიტომ  ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტრენინგების ჩატარება, რაც სპორტის მასწავლებლების პროფესიულიგანვითარების საქმეში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. 

საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება მიმდინარე წლის 3 ნოემბერს დაიწყო.   ამ ეტაპისთვის უკვე გადამზადდა თბილისისა და  მცხეთა-თიანეთისა 350 პედაგოგი. წლის ბოლომდე დაგეგმილია  კიდევ 400-მდე ფიზიკური  აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის გადამზადება.