27 დეკემბერი, 2017

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტით, 2017 წლის 3 ნოემბერს დაიწყო საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგის პირველი ეტაპი, რომელიც წარმატებით დასრულდა 24 დეკემბერს. ტრენინგი ჩაუტარდათ თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-მდე სასწავლებლის 550 ზე მეტმა პედაგოგმა. მსგავსი მასშტაბის და შინაარსის ტრენინგი საქართველოში არ ჩატარებულა. მსმენელებმა გაიარეს სხვადსხვა მეცნიერებებსა და სპორტის სახეობებში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები, მეცნიერებათა დოქტორები და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები. 2018 წლიდან იგეგმება მსგავსი პროგრამის გაგრძელება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც კვალიფიკაციას აიმაღლებს 3500 მეტი პედაგოგი.