საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

31 იანვარი, 2018

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

30 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს, რომლებმაც წარმატებით  გაიარეს  ტრენინგისერტიფიკატები გადაეცათ.

      მასწავლებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმასაქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი მაჩაბელმა.

       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პირველი ეტაპი 2017 წლის 6 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბერს დასრულდა.

      ტრენინგი გაიარა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა-ქართლის საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებმა. ჯამში, 300-მდე სასწავლებლის 550-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა. მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის ტრენინგი საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა.

 

     მსმენელებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერებათა დოქტორები და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები. 2018 წლიდან იგეგმება მსგავსი პროგრამის გაგრძელება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც კვალიფიკაციას აიმაღლებს 3500-ზე მეტი პედაგოგი.