02 თებერვალი, 2018

საქართველოს სპორტის უნივერსიტეტსა და ზაგრების უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

გასული წლის  ნოემბერს სპორტის უნივერსიტეტს სტუმრობდა ზაგრების უნივერსიტეტის  კინეზიოლოგიის  ფაკულტეტის პროფესორი საშა იანკოვიჩი, რომელიც  რექტორს, პროფესორ გურამ ძაგანიას  შეხვდა.  შეხვედრაზე  განხილული იყო სამომვალო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. 

დღეს პროფესორი იანკოვიჩი ჩვენს უნივერსიტეტს მეორად ეწვია და ოფიციალურ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ზაგრების კინეზიოლოგიისა და სპორტის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს  სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთთანამშრომლობას, პროფესორ-მასწავებლელთა,   ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა   გაცვლას, ერთობლივი კვლევების განხორციელებას და გაცვლითი საჯარო ლექციების წაკითხვას.