29 მარტი, 2016

სპორტის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჯემალ ძაგანია ოლიმპიური მედლით დაჯილდოვდა

ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაბადების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპორტის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჯემალ ძაგანია ოლიმპიური მედლით დაჯილდოვდა. ჯილდო, 2016 წლის 29 მარტს, საქართვლოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

ვულოცავთ ბატონ ჯემალს ამ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.