საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

06 მარტი, 2018

დუშეთში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

 

       2018 წლის  2 მარტს  დუშეთში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს, რომლებმაც წარმატებით  გაიარეს  ტრენინგი, შესაბამისი   სერტიფიკატები გადაეცათ.

       როგორც ცნობილია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადება განხორციელდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

     ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერებათა დოქტორები და საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელები.