საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

09 მარტი, 2018

კონკურსი ლოგოს შექმნაზე

 

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  აცხადებს კონკურსს  ლოგოს შექმნაზე

 

აღწერა: საერთაშორისო  სამეცნიერო კონგრესის

„ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“  ლოგო

 

მოთხოვნები:

1.      ლოგოს კონცეფცია უნდა იყოს კავშირში კონგრესის თემატიკასთან („ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“;

2.      ლოგო უნდა შეიცავდეს წარწერას: “XXII International Scientific Congress “Olympic Sport and Sport for All”; 

3.      ლოგო უნდა ასოცირდებოდეს საერთაშორისო კონგრესის ჩატარების ქალაქთან- თბილისთან და/ან შეიცავდეს ქართულ ელემენტებს;

4.      უნდა იყოს მარტივი, უნიკალური და ადვილად აღქმადი;

5.      ლოგოს უნდა ერთვოდეს დასაბუთება (მოკლედ აღწერა/კონცენფციის ახსნა).

 

გამარჯვებული ნამუშევარის ავტორს გადაეცემა ჯილდო 500 ლარის ოდენობით.

 

საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნეთ მისამართზე info@sportuni.ge

ნამუშევრების მოწოდების ბოლო ვადა 2018 წლის 31 მარტი

ნამუშევრები მოგვაწოდეთ  jpg ფორმატში და ასევე, ვექტორული ფაილის სახით, მაღალ რეზოლუციაში.

 

გისურვებთ წარმატებს!