საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

20 მარტი, 2018

სპორტის უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

 

   16 მარტს სპორტის უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რექტორთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრის მიმდინარეობისას,  საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის უფროსმა  მედეა მეტრეველმა  აღნიშნა, რომ ელექტრონული სწავლება არის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელის გამოყენება სასწავლო პროცესში, ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეავსოს ტრადიციული სწავლება (და არა ჩაანაცვლოს).  ელექტრონული სწავლების კომპონენტების დანერგვა მიზნად ისახავს  სწავლების ხარისხის ამაღლებას და მისი ეფექტურობის ზრდას.  

    პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ახალი ინიციატივის შესახებ იმსჯელეს დამწრე აკადემიურმა პერსონალმა და მიიღეს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის,  ადამიანური რესურსების განვითარებისა და  ელექტრონული სწავლების დანერგვისათვის ტრენინგების ჩატარებისა   და საპილოტე ელექტრონული კურსის შემუშავების შესახებ.   

 

 

ელექტრონული სწავლება (პრეზენტაცია)