04 აპრილი, 2018

სპორტის უნივერსიტეტსა და „ავერსის კლინიკის“ რეაბილიტაციის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

3 აპრილს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და  “ავერსის კლინიკისრეაბილიტაციის ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასავერსისრეაბილიტაციის ცენტრში გაივლიან. 

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს  კომპანიაავერსისდამფუძნებელმა  პაატა კურტანიძემ და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ.  დოკუმენტ  ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ მოადგილეები შალვა გოგოლაძე, მუხრან შამათავა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.       

    ბატონმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ  მემორანდუმი, რომელიც სტუდენტებისთვის სრულფასოვან სასწავლო პრაქტიკას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სპორტის განვითარების თვალსაზრისით, რადგან მომავალში სწორედ ეს სტუდენტები დაეხმარებიან ჩვენს სასახელო სპორტსმენებს  წარმატებათა მიღწევაში. საამაყოა ისიც, რომ ჩვენი კლინიკის მაღალი სტანდარტის შესატყვისი აღჭურვილობა შესაძლებლობას გვაძლევს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საუკეთესო განათლება მივცეთ. გვეამაყება, რომავერსსწვლილი შეაქვს ქართული სპორტის განვითარებასა და წარმატებაში - მრავალი წელია, ვაფინანსებთ და ვეხმარებით ოლიმპიელებს, ვეტერან სპორტსმენებს, მეცენატობას ვუწევთ სპორტის სხვადასხვა სახეობას...

    საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ აღნიშნა, რომ საქართველოში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სპორტული მედიცინისა და  რეაბილიტაციის  სპეციალობა დაინერგა, სწორედ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, რომელიც დღეს ღირსეულად აგრძელებს 80 წლოვან ტრადიციას; თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტისთვის მეტად მნიშვნელოვანია მიღებული განათლების პრაქტიკაში გადატანა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. “ავერსის კლინიკა”, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში, თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა. ამ შეთანხმების შედეგად ჩვენი სტუდენტები რვა სემესტრიანი სასწავლო კურსის ბოლო სემესტრს - პრაქტიკულ სწავლებას - სწორედ აქ გაივლიან. დარწმუნებული ვართ, “ავერსისკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტების გვერდით ისინი საჭირო და სასარგებლო ცოდნას მიიღებენ. უღრმესი მადლობა ბატონ პაატას თანადგომისთვის. ყოველწლიურად 30-მდე სტუდენტის მასპინძლობა და პროფესიონალებად მათ აღზრდაში წვლილის შეტანა მართლაც არ არის უმნიშვნელო რამ.

    კომპანიაავერსისმიმართ მადლიერება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვაგოგოლაძემაც გამოხატა:

 

- მინდა, სამინისტროს სახელით მადლობა გადავუხადოავერსსიმ დიდი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, რომელსაც ქართული სპორტის მიმართ იჩენს. წლებია, რაც ეს კომპანია ქართველი ოლიმპიელების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია. დღევანდელი დღეც ამ თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. ავერსისრეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია კურტანიძემ აღნიშნა, რომ ეს მემორანდუმი  აღდგენილი  უნივერსიტეტისათვის მეტად მნიშვნელოვანია:   როგორც კი გამოითქვა სურვილი, სპორტის უნივერსიტეტის  სტუდენტებს ჩვენს ცენტრში პრაქტიკული სასწავლო კურსი გავლოთ, სიამოვნებით ავიტაცეთ ეს იდეა. სტუდენტების ვიზიტმაც ძალზე დადებითად განგვაწყო - მოტივირებული, შრომისმოყვარე ახალგაზრდები ცდილობენ, ნიუანსობრივად აითვისონ ყველა მეთოდი, რომელიც კიავერსისრეაბილიტაციის ცენტრშია დანერგილი, და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ  ისინი  ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.   

იხილეთ ფოტო გალერეა