საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

07 მაისი, 2018

პროფესორ აგოტა ლენარტის საჯარო ლექცია სპორტის უნივერსიტეტში

2 მაისს სპორტის უნივერსიტეტს უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის სპორტის ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი და უნგრეთის ოლიმპიური ნაკრების  ფსიქოლოგი, პროფესორი აგოტა ლენარტი ეწვია. უნგრელმა სტუმარმა სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა სპორტის ფსიქოლოგიის ძირითადი ასპექტების შესახებ.  ვიზიტის ფარგლებში პროფესორი  ლენარტი შეხვდა სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსს, ვლადიმერ ბოჟაძეს. შეხვედრაზე დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება.

 

ფოტო გალერეა