18 მაისი, 2018

სპორტის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ.ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

18 მაისს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ.ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრები არიან უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პოფესორი  ტომისლავ კრისტიჩევიჩი და მისი ორი მოადგილე.  ვიზიტის ფარგლებში სპორტის უნივერსიტეტში  ტომისლავ კრისტიჩევიჩმა წაიკითხა მოხსენება კინეზიოლოგიის მეცნიერების შესახებ და ასევე წარმოადგინა პრეზენტაცია ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სპორტის უნივერსიტეტსა და ზაგრების უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სასწავლო პროცესების განვითარებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და ამავდროულად გაამყარებს ხორვატიასა და საქართველოს შორის მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობებს.

 


ფოტო გალერეა