21 მაისი, 2018

შიდა ქართლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

 

18 მაისს, გორში, შიდა ქართლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს, რომლებმაც წარმატებით  გაიარეს  ტრენინგი, შესაბამისი   სერტიფიკატები გადაეცათ. 

       როგორც ცნობილია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადება განხორციელდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 

     ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერებათა დოქტორები და საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელები