24 მაისი, 2018

საქართველოს სპორტის უნივერსიტეტსა და უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს  სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, პროფესორ-მასწავებლელთაასევე,  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა   გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას, საერთაშორისო საჯარო ლექციებისა და სემინარების ჩატარებას. მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილია მრავალმხრივი თანამშრომლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის     „ერაზმუს +“  ფარგლებში.