31 მაისი, 2018

სპორტის უნივერსიტეტში დაიწყო ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელების სასერტიფიკაციო ტრენინგი

2018 წლის  24 მაისს  სპორტის უნივერსიტეტში დაიწყო  ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელების სასერტიფიკაციო ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობს 200-ზე მეტი მოქმედი და დამწყები მწვრთნელი.

ტრენინგის შედეგების მიხედვით საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია გასცემს  C კატეგორიიის ლიცენზიას. ტრენინგის თეორიული ნაწილის ლექციებს ატარებენ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკულ ნაწილს უძღვებიან ფედერაციის მიერ მოწვეული უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები.