საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

31 მაისი, 2018

სტუდენტური კონფერენცია სპორტის ფსიქოლოგიაში

2018 წლის 29 მაისს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მწვრთნელთა ფაკულტეტის ელშეწყობით, წარმატებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია სპორტის ფსიქოლოგიაში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტის  უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტები. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები სპორტის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის დარგში. თემები  სტუდენტებმა მოამზადეს სპორტის უნივერსიტეტის პროფესორის, ფსიქოლოგის ქეთევან ინასარიძის ხელმძღვანელობით. კონფერენციას ესწრებოდნენ მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ტრისტან გულბიანი, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე ქეთევან ქობალია, პროფესორი მერი პატარაია და სხვა პროფესორები და სტუდენტები. ვიმედოვნებთ სპორტის ფსიქოლოგიაში კონფერეცია ტრადიციულად ჩატარდება ჩვენს უნივერსიტეტში ყოველ წელს. წარმატებებს ვუსურვებ ყველა სტუდენტს და მადლობას მოვახსენებ გახორციელებული შრომისათვის და საინტერესო მოხსენებებისათვის!

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები და მომხსენებლები:

მარიამ ჭეიძე. მედიცინისა და რეაბელიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. თემა: პლაცებოს ეფექტი.

დეა დემეტრაშვილი და დავით გუგულაშვილი. მედიცინისა და რეაბელიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები. თემა: სპორტული მოქმედების ამაღლებისა და გამაუმჯობესებელი ტექნიკების (Performance Enhancement Techniques) შედარებითი ანალიზი.

ერეკლე მაჭარაშვილი. მწვრთნელთა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. თემა: ფსიქოლოგიური რეკომენდაციები სპორტსმენებისათვის რაგბის მაგალითზე.

გიორგი დავითაშვილი. მწვრთნელთა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. თემა: ფეხბურთის ფსიქოლოგიური საკითხები.

ჰუსეინ ბაირამოვი. მედიცინისა და რეაბელიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. თემა: ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების ფსიქოლოგიური თავისებურებები.

თინათინ პაპუაშვილი. მედიცინისა და რეაბელიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. თემა: პეპელას ეფექტი.

რეზო ჭონაშვილი. მედიცინისა და რეაბელიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. თემა: როგორ მივაჩვიოთ ბავშვი საკუთარ საწოლს.

ვახტანგ გრძელიშვილი. მწვრთნელთა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. თემა: აგრესია სპორტში.

მიხეილ ქაჯაია. მწვრთნელთა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. თემა: პიროვნების ფსიქოლოგია.