11 ივნისი, 2018

ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელების სასერტიფიკაციო ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა

7 ივლისს დასრულდა ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელების სასერტიფიკაციო ტრენინგების პირველი ეტაპი. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 184 მომქმედმა და დამწყებმა მწვრთნელმა სპორტულ და მხატვრულ ტანვარჯიშში აკრობატიკასა და ბატუტზე ხტომებში.

ტრენინგის პროგრამის თეორიული კურსი ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში, ფიზიოლოგიაში, სპორტულ მორფოლოგიაში,  პირველად სამედიცინო  დახმარებაში, სპორტულ კვებაში და სპორტული წვრთნის  საფუძვლებში წაიკითხეს  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის წამყვანმა პროფესორებმა.

ტრენინგების მეორე ეტაპი ჩატარდება ბათუმში 26 ივნისიდან.

ტესტირების და საშინაო დავალების შედეგების შეფასების შედეგად წარმატებულ მწვრთნელებს მიენიჭებათ მწვრთნელის C კატეგორია.