11 ივნისი, 2018

სპორტის უნივერსიტეტს ბელგრადის სინგადუნუმის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

    11 ივნისს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტს სამუშაო ვიზიტით  სერბიის ქ. ბელგრადის სინგადუნუმის  უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: პროფესორი ნენად დიკიჩი - ფიზიკური განათლება და სპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის: „სპორტული კვება და საკვები დანამატები“ - ხელმძღვანელი და სპორტისა და ჯანმრთელობის კოლეჯის   პროფესორი - მარიჯა ანდელკოვიჩი.  

  დელეგაციის წევები  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა.  შეხვედრამ სამუშაო ვითარებაში  ჩაიარა, სადაც  განხილულ იქნა სამომვალო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.