13 ივნისი, 2018

სპორტის უნივერსიტეტში ფეხბურთის მასტერ კლასები ჩატარდა

 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 11-12 ივნისს ჩატარდა ფეხბურთის მასტერ კლასები, რომლებსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრენერი თენგიზ კაცია. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის 30-ზე მეტმა მოქმედმა და დამწყებმა მწვრთნელმა. ღონისძიება ჩატარდა სპორტის უნივერსიტეტისა და სამედიცინო კოლეჯ "ავიცენას" თანამშრომლობის  პროგრამის ფარგლებში, თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პატრონაჟით.