16 მარტი, 2016

სპორტის უნივერსიტეტსა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

16  მარტს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ლაშა კილაძემ  ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. 

      ხელმოწერის აქტს ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და  პროფესორები: დავით ზურაბიშვილი,  მანანა მნათობიშვილი, ტრისტან გულბიანი , გიორგი ფარულავა , ასოცირებული პროფესორები: მურად გარუჩავა,  ირაკლი ჩაგანავა და ქეთევან ბერიძე.

 

     მემორანდუმი გულისხმობს ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას , სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციების ჩატარებას, ერთმანეთის ბაზებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვას.