საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

13 აგვისტო, 2018

რუსთავის მერიასა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავის მერიასა დასაქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს
  ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.   ხელშეკრულების მიზანს, ქვეყანაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით, ერთობლივი საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს
თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისაკენ მიმართული ერთობლივი პროგრამების, პროექტების შემუშავება და განხორციელება, მათი შემდგომი ფუნქციონირების ხელშეწყობა
მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი, რუსთავის სასპორტო კლუბების, გაერთიანებების მწვრთნელთა, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ხელს შეუწყობს მათთვის ლექცია-სემინარების, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას.   
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფიზიკური მდგომარეობის შესწავლას, კონტროლს და მათ შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს
სასწავლო დაწესებულება მონიტორინგს გაუწევს ერთობლივი პროექტების მონაწილეთა ფსიქოლოგიურ მომზადებასა და სპორტული კვების პროცესის დაგეგმვას, უნივერსიტეტის ბაზებზე ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებისთვის, უზრუნველყოფს მის მართვაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებასაც.
თავის მხრივ, რუსთავის მერია, უზრუნველყოფს ერთობლივ პროგრამებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზაციულ ხელშეწყობას, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული მეცადინეობების საკითხებს, შესაძლებლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმებასა და რუსთავის სპორტულ კლუბებში სტაჟირებას, მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ სპორტულ-სამეცნიერო კვლევებში.