საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

17 სექტემბერი, 2018

სპორტის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

 

2018 წლის 17 სექტემბერს სპორტის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ახალი სასწავლო წელი მიულოცეს რექტორმა ჯემალ ძაგანიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი დოლაბერიძემ, რიო-დე-ჟანეირო-ს 31-ე ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, პირველკურსელმა თეონა ბოსტაშვილმა.

 

 

ფოტო გალერეა