საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

30 ოქტომბერი, 2018

მსოფლიო სპორტის მეცნიერების ფორუმი თბილისში

 

 

დამთავრდა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“, რომელიც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დაარსებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

       25 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მერიოტისა და ქორთიად მერიოტის ექვს საკონფერენციო დარბაზში მსოფლიოს 17 ქვეყნის 54 სპორტის უმაღლესი სასწავლებლის  122  წარმომადგენელმა  გააკეთა   125 მოხსენება   3 პლენალურ, 12 სექციურ და 2 სასტენდო სესიაზე,   ექვსი სამეცნიერო მიმართულებით, რომლებშიც განხილული იყო ოლიმპიური სპორტისა და სპორტი ყველასათვის  აქტუალური საკითხები, კერძოდ: თანამედროვე სპორტში კადრების მომზადების და გადამზადების პრობლემები, სამედიცინო - ბიოლოგიური  და ფსიქოლოგიურ-პედაგოგიკური  ასპექტები,   გენდერის პრობლემატიკა, ბავშვთა და მოზარდთა სპორტი. სპორტული რეზერვის მომზადების პრობლემები, სპორტი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის  და ადაპტიური სპორტი.