საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

31 ოქტომბერი, 2018

სპორტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, პაატა ღუდუშაურის წარმატება

 

 რამდენიმე თვის წინ ჩატარდა კვლევა, რომელიც ეხებოდა მსოფლიოში ძვალ-სახსართა ტრავმის მკურნალობის თანამედროვე სისტემების ანალიზს

     კვლევა ინიცირებული იყო ამერიკის ორთოპედიული ტრავმის ასოციაციის, "AO Trauma"-  და კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ. კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 95 წარმომადგენელი. მათ შორის ამერიკის, იაპონიის, გერმანიის, შვეიცარიის, ისრაელის,  შვედეთის  უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები და  ექიმები.      

     აღნიშნულ კვლევაში, ყოფილი სსრკ რესპუბლიკებიდან, მხოლოდ ლიტვის, ესტონეტის და საქართველოს თითო წარმომადგენელი იყო ჩართული. ჩვენ ქვეყანას  წარმოადგენდა სპორტის  უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი(PHD) პაატა ღუდუშაური.   კვლევს შედეგები დაიბეჭდა იმპაქტ ფაქტორის ჟურნალ: Journal of Orthopedic Trauma - ში. 

ვულოცავთ ბატონ პაატას ამ აღიარებას და ვუსურვებთ შედგომ წარმატებებს.  (იხ. სტატია)