საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

27 ნოემბერი, 2018

საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის ბაზაზე 2018 წლის 3 ნოემბრიდან განახლდა ქვეყნის საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესების ტრენინგი, ამჟამად პროექტში მონაწილეობას მიიღებს კახეთის, ქვემო ქართლისა და თბილისის საჯარო სკოლების 1000 მდე პედაგოგი.  ტრენინგი ტარდება მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ეროვნული ცენტრის დაკვეთით და გაგრძელდება 2019 წლის ივნისამდე. საწყის ეტაპზე (თელავი 3-18 ნოემბერი)  გადამზადდა თელავის, ახმეტის და ყვარლის რაიონების 70-მდე მასწავლებელი, ამჟამად ტრენინგი ტარდება გურჯაანში, სადაც ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად კვალიფიკაციას იმაღლებს დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის და სირნაღის რაიონების 80-ზე მეტი მასწავლებელი, პირველი ეტაპის დასკვნითი ტრენინგი ჩატარდება თბილისში სპორტის უნივერსიტეტის ბაზაზე 8-23 დეკემბერს, რომელშიც თბილისის სკოლების წარმომადგენლებთან ერთად ცოდნას  მიიღებენ საგარეჯოს რაიონის პედაგოგებიც. 2019 წლიდან ტრენინგებში ჩაერთვებიან ქვემო ქართლის რეგიონის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები, ტრენინგები ჩატარდება რუსთავში, მარნეულში, ბოლნისსა და თეთრწყაროსი. უკვე ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილია ამ პროექტის გაგრძელება დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

წარმატებული მასწავლებლები მიიღებენ სერტიფიკატს და მიენიჭებათ 2 კრედიტი, რაც დადებითად იმოქმედებს მათ თანამდებობრივ და პროფესიულ ზრდაზე.