საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

29 ნოემბერი, 2018

საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FISU) პრეზიდენტის ო. ვ. მატიცინის წერილი

 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს

ბ-ნ ჯემალ ძაგანიას

 

პატივცემულო ბატონო ძაგანია!

            საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის სახელით და პირადად, გილოცავთ თვენ და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებს XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“ წარმატებით ჩატარებას.

            კონგრესი, რომელიც უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა, გამოირჩეოდა უმაღლესი მიღწევების სპორტის, მასობრივი სპორტისა და ფიზიკური კულტურის ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ მაღალი დონის დისკუსიებით. დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესის ნაშრომების შედეგები ახალ სამეცნიერო პუბლიკაციებში ჰპოვებს ასახვას და არსებით წვლილს შეიტანს სპორტის მეცნიერების განვითარებაში.

            მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო ჯემალ, სტუმართმოყვარეობისათვის და გისურვოთ წარმატებები  ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში.

 

პატივისცემით,

საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FISU) პრეზიდენტი

ო. ვ. მატიცინი