საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

30 ნოემბერი, 2018

ვულოცავთ უნივერსიტეტს აკრედიტაციის გავლას

 

28 ნოემბერს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენმა უნივერსიტეტმა მოიპოვა მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60კრედიტიანი) პროგრამის განხორციელების უფლება. 

პროგრამის მიზანია მოამზადოს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უფროსი მასწავლებლის კომპეტენციის მქონე პედაგოგები,  რომელებსაც ექნებათ საგნის სწავლებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. პროგრამის მიზნები და შედეგები შესაბამისობაშია მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელთან და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ  მოთხოვნებთან.   

    ფიზიკური  აღზრდისა და სპორტის  მასწავლებლის  საგანმანათლებლო პროგრამაზე   დაიშვება:

 ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრის, მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა  და სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირები, რომლებსაც აქვთ სურვილი იმუშაონ ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით;