საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

10 დეკემბერი, 2018

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება საქართველოს „უნივერსიადა 2018“-ზე

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს საქართველოს „უნივერსიადა 2018“-ზე: ამ ეტაპზე შეჯიბრებები ჩატარდა სპორტის ორ სახეობაში:

·  ჭადრაკში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა  მწვრთნელთა ფაკულტეტის  სტუდენტმა გიორგი სიბაშვილმა

·  სამბოში  ჩემპიონები გახდნენ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები: დიმიტრი ზედაშიძე   და ნიაზ დიასამიძე. მწვრთნელთა ფაკულტეტის სტუდენტმა თენგიზ ჩიტაურმა  კი მეორე ადგილი დაიკავა.  

      ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ  წარმატებებს.