საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

22 იანვარი, 2019

სპორტის უნივერსიტეტში მწვრთნელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესების ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის ბაზაზე 2019 წლის 9 იანვრიდან დაიწყო თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სპორტის 50 სახეობაში ჩართული      350 მწვრთნელის    პროფესიული უნარების გაუმჯობესების ტრენინგი,  რომელიც  ტარდება თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახურის დაკვეთით და გაგრძელდება 2019 წლის 21 თებერვლამდე. ტრენინგის პროგრამის მიხედვით მწვრთნელები გაივლიან თეორიული სწავლების კურსს შემდეგ საგნებში:

·         ზოგადი და სპორტის პედაგოგიკა

·         ზოგადი  და სპორტის ფსიქოლოგია

·         ზოგადი და სპორის ფიზიოლოგია

·         სპორტული მორფოლოგია

·         პირველადი დახმარება გადაუდებელი მდგომარეობის დროს

·         სპორტსმენის კვება

·         საერთო ფიზიკური მომზადების საფუზვლები

·         სპორტული წვრთნის საფუძვლები

·         სპორტული ღონისძიებების ორგანიზაცია და ჩატარება

 

ლექციებს კითხულობენ სპორტის უნივერსიტეტის   შესაბამისი დარგის წამყვანი პროფესორები.

ტრენინგის სრული კურსის დამთავრების შემდეგ  მწვრთნელები მიიღებენ სერტიფიკატს