საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

08 თებერვალი, 2019

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

 

დღეს საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართასადაც სპორტული განათლების აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა.

 

მისი განცხადებით, 2012 წლიდან დაიწყო ზრუნვა სპორტის განვითარებაზე.

 

ეს იყო ქვეყნის პოლიტიკური ნება. სპორტული განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენად დიდ დატვირთვას ატარებს ქვეყნისთვის სპორტი, რათა არ მივიღოთ ისეთი პრეცენდენტები, იმ დაავადებების უდიდესი ნაწილი, რაც დღეს არსებობს“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 

როგორც მან აღნიშნა, მმართველი ხელისუფლების პირობებში აღდგენილი იქნა სპორტის უნივერსიტეტი, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება სჭირდება. მისი თქმით, ცუდი მდგომარეობაა ფიზიკური აღზრდის პედაგოგობებთან დაკავშირებით, რაც განაპირობა სპორტის აკადემიის გაუქმებამ 2012 წლამდე.

 

ისეთი მძიმე ზიანი, რაცნაციონალურმა მოძრაობამმიაყენა სპორტს, არცერთ სფეროში არ ყოფილა. მათ გააუქმეს ყველა სპორტული სკოლა, სპორტის აკადემია, სპორტის კოლეჯი, ყველა პედაგოგიურ ინსტიტუტში სპორტის ფაკულტეტი. გარკვეული წლები დასჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 

მისი თქმით, აუცილებელია სპორტი ჩამოყალიბდეს ცალკე სტრუქტურულ ერთეულად, რადგან სპორტში არის დიდი გამოწვევები და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. „ეს არის ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

 

იხილეთ სრულად : www.parliament.ge

 

გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/9_vSbBbTsTg