საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

29 მარტი, 2019

სპორტის უნივერსიტეტში „სპორტფოტო 2018“-ის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

 

 

3 აპრილს, 14:00 საათზე, სპორტის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში 2018 წლის მთავარი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები გამოფენა მოეწყობა. სტუდენტებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან პროექტის „სპორტფოტო“ ორგანიზატორებსა და მოწვეულ სტუმრებს - წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს. 

"სპორტფოტო" - არის ყოველწლიური ფოტო პროექტი, რომელიც საქართველოში მიმდინარე სპორტული მოვლენების, ასევე, მის ფარგლებს გარეთ ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით გამართული სპორტული ღონისძიებების აღმნუსხველი კადრების შეგროვებას ისახავს მიზნად. პროექტი 2014 წლიდან თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

დასწრება თავისუფალია.