საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

20 მაისი, 2019

საქართველოში პირველად! ბავშვთა შერეული გუნდი ფეხბურთში

მიმდინარე წლის 18 მაისს საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა შერეული გუნდი ფეხბურთში, სადაც 7 და 8 წლის გოგონებსა და ბიჭებს საშუალება აქვთ კვირაში ორჯერ, სრულიად უფასოდ დაკავდნენ ფეხბურთით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საფეხბურთო აკადემია #TagSport-ის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

იმისათვის, რომ მოხვდეთ შერეულ გუნდში, აუცილებელია დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Npnq5k3sEqycACPD6,  ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: georgiaforpeople@gmail.com, სადაც მიუთითებთ ბავშვის სახელს, გვარს, ასაკს, დაბადების თარიღს და საკონტაქტო ინფორმაციას.

ვარჯიშებს ატარებს ალა ფილინა, პროფესიონალი საფეხბურთო მწვრთნელი (B–UEFA), საფეხბურთო აკადემიის #tagsport  და  ქალთა საფეხბურთო სკოლის GirlPower თანადამფუძნებელი. #tagsport მწვრთნელები იყენებენ განათლების ევროპულ მეთოდებს, იყენებენ ბრიტანეთის კლუბების აკადემიების გამოცდილებას, შვეიცარიის ბავშვთა სპორტულ ცენტრებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ბავშვთა ფსიქოლოგებს. გუნდის მთავარი მისიაა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ფეხბურთი, განურჩევლად სქესისა და შესაძლებლობებისა.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 49ა (სპორტის უნივერსიტეტის უკან მდებარე მინი მოედანზე). პროგრამაში მოხვედრის შემთხვევაში ვარჯიშები ჩატარდება კვირაში ორჯერ სრულიად უფასოდ, რუსულ და ქართულ ენაზე.