03 თებერვალი, 2016

სპორტის უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ჯემალ ძაგანიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

სპორტის უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ჯემალ ძაგანიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

 

 

3 თებერვალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს მთავრობის ჯილდოზე წარდგენის, სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების და სოციალური საკითხების შესახებ კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე  ხელმძღვანელობდა .

კომისიამ "სპორტის რაინდის წოდება" 5 ადამიანს  - ნინო სალუქვაძეს (ოლიმპიური ჩემპიონი), ვახტანგ სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), ჯემალ ძაგანიას (საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი), ჯონი ლორიას (ჭიდაობა) და გურამ კოსტავას (ფარიკაობა) მიანიჭა.

 

სპორტის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვულოცავთ ბატონ ჯემალს  დამსახურებულ საპატიო “სპორტის რაინდის წოდებას“  და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ.