საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

23 მაისი, 2019

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი სულაბერიძე ქ. კიევში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარსდგა

2019 წლის 16-18 მაისს უკრაინაში, ქ. კიევში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ახალგაზრდობა და ოლიმპიური მოძრაობა“, მივლინებულ იქნა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი სულაბერიძე, რომელმაც წარადგინა თემა "სპორტის ფსიქოლოგია თეორიასა და პრაქტიკაში".