საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

07 ივნისი, 2019

სპორტის უნივერსიტეტს იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა ესტუმრა

7 ივნისს სპორტის უნივერსიტეტმა იაპონიის საელჩოს პირველ მდივანს შინჯი სოიამას უმასპინძლა.  შეხვედრას ესწრებოდნენ უნიევრსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია, საქართველოს განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე, მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი ტრისტან გულბიანი, უნივერსიტეტის პედაგოგი ნინო ძაგანია.

ბატონმა შინჯი სოიამამ ღრმა პატივისცემა გამოთქვა ქართველი სპორტსმენების მიმართ რომელთაც არაერთხელ ასახელეს საქართველო მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ყველაზე მეტად ხაზი გაუსვა ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი ) და შოთა ჩოჩიშვილის (ირველი ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში საბჭოთა კავშირიდან) პოპულარობას იაპონიაში.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. იაპონიის საელჩოს პირველმა მდივანმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სასწავლო კორპუსი დაათვალიერა და  სხვადასხვა შეხვედრებისა და საჯარო ლექციების ჩატარების სურვილი გამოთქვა სპორტის უნივერსიტეტში.