საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

15 ივლისი, 2019

სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ტრენინგის წარმატებულ მსმენელებზე სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ქ.თბილისის, კახეთის და ქვემო ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ტრენინგის წარმატებულ მსმენელებზე სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ. პროექტის პროგრამაის ფარგლებში მსმენელებმა (სულ 542 კაცი) გაიარეს 50 საათის მოცულობის ტრენინგი და მიენიჭათ ორი კრედიტი.