საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

27 აგვისტო, 2019

სპორტის უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 27 აგვისტოს რაგბის კავშირის ოფისში სპორტის უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერა უნივერსიტეტის რექტრომა, პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - გოჩა სვანიძემ.

 შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს და ასევე დაიგეგმა სხვადასხვა პროექტები და აქტივობები.
 მემორანდუმის ფარგლებში, ბავშვთა რაგბში დასაქმებული სპეციალისტები სპორტის უნივერსიტეტში მათთვის შექმნილი პროგრამით გადამზადებას გაივლიან. მათ ლექციებს სხვადასხვა დარგის პროფესორები ჩაუტარებენ. საწყის ეტაპზე სწავლებები წელიწადში ორჯერ ჩატარდება.