საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

03 სექტემბერი, 2019

სპორტის უნივერსიტეტს აზერბაიჯანის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

სპორტის უნივერსიტეტს აზერბაიჯანის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიის წარმომადგენლები ესტუმრნენ: ვიცე რექტორი  საგანმანათლებლო მიმართულებით პროფესორი  თაჰმინა თაგჰი-ზადა და პროფესორი გაბულოვა რაჰიმა, რომელიც ასევე არის აზერბაიჯანის სპორტის მედიცინისა და რეაბილიტაციის ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. სტუმრები უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ჯემალ ძაგანიას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვლადიმერ ბოჟაძეს, მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ტრისტან გულბიანს,  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეკანს პროფესორ გიორგი ფარულავას და ასისტენტ-პოფესორს თემურ უკლებას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.